პრემიერი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის [Audio]

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის. განცხადება კვირიკაშვილმა მედია კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გააკეთა.

პრემიერის ინიციატივის მიხედვით, ამ ინსტიტუტში მიწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები.

პრემიერი მიიჩნევს, რომ “სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვრის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მიზანი იყო საუბარი იმ აღქმებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც, მთავრობის მეთაურის აზრით, არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button