თურქეთის მმართველმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ „გამარჯვების დღე“ უწოდა 1 ნოემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლის თანახმად, პირველ ადგილს თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია იკავებს.

ბიულეტენების 98 პროცენტის დამუშავების შედეგად, ისლამური ფესვების კონსერვატიული პარტია, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოგანია, ამომრჩეველთა ხმების 49,4 % დააგროვა. ეს კი თურქეთის 550 კაციან პარლამენტში 315 მანდატისა და კოალიციის გარეშე მთავრობის ფორმირების გარანტიას იძლევა.

თურქეთის პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში 10% -ი მიიღო.

ვადამდელი არჩევნების ჩატარება 7 ივლისს, მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოგანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა და მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო.

მსგავსი პოსტები

Back to top button