მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სამოქალაქო აქტივისტები ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ

ნიკა მელიას მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები ავტომსვლელობას მოაწყობენ. თავისუფლება პოლიტპატიმარ ნიკა მელიას – ამ მოწოდებით ისინი პოლიტიკოსებთან ერთად მსვლელობას რესპუბლიკური მოედნიდან დაიწყებენ და რუსთავში იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მივლენ , სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება.

შეგახსებნებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პოლიციამ 23 თებერვალს, სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button