მნიშვნელოვანი

ბაღების მართვის სააგენტო, 109-ბაღზე დახარჯული თანხების მიზნობრიობის დასადგენად, აუდიტის სამსახურს მიმართავს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, 2015 წელს, 109-ე ბაღი კონსტრუქციულ მდგრადობაზე არ შემოწმებულა და მხოლოდ შენობის ფასადი და ოთახები გარემონტდა. ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ კი, სააგენტომ ბაგა-ბაღების მდგრადობის შემოწმება დაიწყო. კითხვაზე, მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა 300 000 ლარი იმ ბაღის გარემონტებაზე, რომელიც დღეის მდგომარეობით ავარიულად შეფასდა, კახაბერ გვანცელიძემ აღნიშნა, რომ ამის გასარკვევად, აუდიტის სამსახურს მიმართავს.

,,შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოიძიონ, არამიზნობრივი იყო თუ არა ამ თანხების გახარჯვა. რა თქმა უნდა, მივმართავთ აუდიტის სამსახურს“,- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ რადო,,თბილისის“ თოქ-შოუ ,,აქტიურ დროში“.

რაც შეეხება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც, ბაღების მართვის სააგენტომ 109-ე ბაღის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო, კახაბერ გვანცელაძის თქმით, შენობა საფუძვლიანად შემოწმდა და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში, შეუძლია, ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატაროს.

მოისმინეთ კახაბერ გვანცელაძის ხმა.   

მსგავსი პოსტები

Back to top button