ზელენსკი და პუტინი G20-ის სამიტში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებენ

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს G20-ის სამიტში, მაგრამ სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში.
“რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტს ვერ გეტყვით”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
ნიკიფოროვის თქმით, ზელენსკი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სამიტში, მაგრამ დიდი ალბათობით, ეს იქნება ონლაინ ფორმატი.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომელიც წელს სამიტს ბალიზე უმასპინძლებს.
ჯოკო ვიდოდოს თქმით, პუტინი სამიტს მომავალ კვირას შეუერთდება, “თუ სიტუაცია შესაძლებელი იქნება” და დაამატა, რომ შესაძლოა ვირტუალურადაც იყოს.
“მაგრამ თუ არა… შეიძლება ვირტუალურად ჩართვა ითხოვოს”, – განაცხადა ჯოკოვიმ.
დიდი ოცეულის სამიტი 15-16 ნოემბერს, ბალიზე გაიმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის უკრაინა და რუსეთიც.
უკრაინა მოითხოვს, რუსეთმა დიდი ოცეული (G20) დატოვოს, ხოლო ვლადიმირ პუტინის მიწვევა სამიტზე უკან გაიწვიონ.