სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობამდე მელბურნში ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ავსტრალიამდე, ბოლო რეპეტიციას მელბურნის ტურნირზე გაივლის.

ATP250 კატეგორიის ტურნირზე ბასილაშვილი მე-8 ნომრად არის განთესილი. ფავორიტად დასახელდა პირველი სამეული: ბელგიელი დევიდ გოფენის, რუსი კარენ ხაჩანოვის და ჩილელი კრისტიან გარინის შემადგენლობით.

მსოფლიო რეიტინგის მე-40 ნომერი, მელბურნის ტურნირზე 31 დეკემბრიდან 6 თებერვლის ჩათვლით იასპარეზებს.

ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button