მნიშვნელოვანირეგიონი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თელავში აქციას ჩაატარებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თელავში აქციას ჩაატარებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია “ერთად ევროპაში”, 5 აპრილს, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერები, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებენ.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, კამპანია “ერთად ევროპაში”კვირაზე მეტია, მიმდინარეობს.
კამპანიის ფარგლებში, დასკვნითი შეკრება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 9 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ჩატარდება.