ბლატერი გადადგა ფიფას პრეზიდენტის პოსტიდან

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

„ფიფა ჩემი ცხოვრება იყო… ფიფა და მსოფლიო ფეხბურთი ჩემთვის უმთავრესი ფასეულობაა. მოწვეული იქნება საგანგებო კონგრესი, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩემი მემკვიდრის არჩევა“, – ამის შესახებ 79 წლის ზეპ ბლატერმა სამშაბათს ციურიხში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

28 მაისს ბლატერი მეხუთე ვადით გახდა ფიფას პრეზიდენტი, კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის და ფიფას მაღალჩინოსნების დაპატიმრების ფონზე.

შვეიცარიამ 27 მაისს ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააპატიმრა კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე.

ამავე დროს, დაიწყო გამოძიება მექრთამეობის და ფულის გათეთრების ვარაუდებზე, რომლებიც უკავშირდება 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამართვის უფლების მინიჭებას შესაბამისად რუსეთისა და კატარისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button