მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს

განახლებული მონაცემებით, დღეს დილით რუსების მიერ ხერსონის დაბომბვისას, 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, დაშავებულები რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“სამწუხაროდ, ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა”, – ამბობს კირილ ტიმოშენკო.

მისივე ინფორმაციით, ხერსონის გარეუბანში, ანტონოვკას რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიჭრა.
“ისევ დაბომბეს ხერსონი, ისევ დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. გვყავს დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება”, -ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, იური სიბოლევსკი

გარდა ამისა, როგორც BBC-ს ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, ხერსონისა და მის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა პრაქტიკულად არ წყდება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები ხერსონში ადგილობრივების სახლებსი იჭრებიან და მათ ძარცვავენ.

“ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლიუბიმოვკას დასახლებაში, ოკუპანტები უკანონოდ შედიან კერძო სახლებში და ადგილობრივი მაცხოვრებლების საკუთრებას ძარცვავენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ლუჰანსკის რეგიონში რუსული ჯარები მოსახლეობას ატერორებენ. ამასთან, 11 ნოემბერს, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსებმა ხერსონის აქტიური დაბომბვა დაიწყეს. რუსმა ოკუპანტებმა ბელოზერკაში ჰუმანიტარულ პუნქტს დაარტყეს, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაშავდა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ხერსონში ოკუპანტებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კიდევ ერთხელ დაარტყეს.
აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა ხერსონი გუშინ, 20 ნოემბერსაც დაბომბეს. გუშინდელი თავდასხმის შედეგად ქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button