1$ – 2.58 71 – ლარი კვლავ გაუფასურდა
ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.58 71 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
2 დეკემბრიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.58 71 ლარი იქნება. კურსი, რომელიც 1 დეკემბერს მოქმედებდა, 2.53 52 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 2 დეკემბრიდან ერთი ევროს შეძენა 2.74 91 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა 1 დეკემბერს მოქმედი კურსი 2.69 80 ლარს შეადგენდა.