მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტების შეტევა უკრაინის ოლქებზე გრძელდება

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს. დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.

ქვემეხებითა და არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი ოკუპანტებმა სუმის ოლქის 4 დასახლებას.
აფეთქებების ხმა ისმოდა გვიან ღამით ზაპოროჟიას ოლქშიც, სადაც ოკუპანტებმა თავდასხმა კამიკაძე დრონებით განახორციელეს.

რა ჩაითვლება ომში უკრაინის გამარჯვებად? – შესაბამისი დოკუმენტი მოამზადა კონგრესმა.
რეზოლუციის მიხედვით, გამარჯვებად 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში კიევის მიერ ტერიტორიის სრული კონტროლის დაბრუნება ჩაითვლება.

პარალელურად, დასავლეთი კიევისთვის შეიარაღების მიწოდებას განაგრძობს – დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას “ჩელენჯერ-2”-ის ტანკებისთვის ათასობით საბრძოლო მასალა გაუგზავნა.

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისი თქმით, სტანისლავზე საარტილერიო დარტყმის შედეგად 26 წლის ბიჭი დაშავდა. რუსებმა ასევე ანტონივსკის ხიდის ტერიტორია დაბომბეს, შედეგად უცხოური მედიის წარმომადგენელი დაშავდა.

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button