მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შეტაკება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მიმდინარე ბრძოლის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„12 ივლისის შუადღიდან დაწყებული, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, რომელმაც უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილა ჩვენი პოზიციები. დანაკარგებია ორივე მხარეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ბრძოლები ამ მიმართულებით. ჩვენი ქვედანაყოფები აკონტროლებენ ოპერატიულ მდგომარეობას.” – განუცხადეს სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა ორი სამხედრო მოსამსახურე, დაჭრილია ხუთი ჯარისკაცი. მისივე ცნობით, ადეკვატური ზომების შედეგად, მოწინააღმდეგემ მიიღო დანაკარგი და უკან დაიხია.

სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთის მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button