მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა უქმდება

საქართველოში იხსნება სამ ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედებდა.

შეზღუდვა ვრცელდებოდა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებზე.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე.

ამასთან, გახარიას თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ იხსნება ავტოტრანსპორტით სამი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა: „ამ შეზღუდვას, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ექიმები გვარწმუნებენ და ჩვენ მათი გვჯერა”.

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

მსგავსი პოსტები

Back to top button