პატიმრობიდან გათავისუფლდა გიგი უგულავა

პატიმრობიდან გათავისუფლდა თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა.

გადაწყვეტილება გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარებულ პროცესზე. უგულავას დაცვა მის გათავისუფლებას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ადვოკატებმა 17 სექტემბერს მიმართეს სასამართლოს შუამდგომლობის განხილვის მოთხოვნით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 სექტემბერს ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიგი უგულავას სარჩელი, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას ეხებოდა.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა და დაადგინა, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრა თვეს, გიგი უგულავა კი უკვე 14 თვეზე მეტია, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button