გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი გი ბეარი

მომღერალი, კომპოზიტორი და პოეტი გი ბეარი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, – გადმოსცემს Le Parisien.

ბეარმა სიცოცხლის უკანასკნელი 50 წელი საფრანგეთის ქალაქ გარშში გაატარა, სადაც ერთ-ერთ ქუჩაზე, საპარიკმახეროსკენ მიმავალმა გონება დაკარგა და დაეცა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი რეანიმირება ვეღარ მოახერხეს.

2015 წლის დასაწყისში ის ჯანმრთელობას უჩიოდა. მუსიკოსმა უკანასკნელი კონცერტი იანვარში გამართა, რომლის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, განცხადება სცენიდან წასვლის შესახებ გააკეთა.

ბეარი 1930 წელს კაიროში დაიბადა. 17 წლის ასაკში ის საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც მუსიკის ნაციონალურ სკოლაში ჩააბარა. პირველი მუსიკალური ფირფიტა, რომელმაც უამრავი ფრანგული ჯილდო მიიღო, 1957 წელს გამოუშვა.

ამის შემდეგ, მას ხმის ჩამწერი კომპანიებიდან შეთავაზებები გამუდმებით ჰქონდა. 1963-1970 წლებში ბეარს საკუთარი სატელევიზიო გადაცემა მიჰყავდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, პარალელურად იგი ახალ სიმღერებს წერდა. ჯამში,მუსიკოსმა 20 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button