მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა ზაპორიჟიე 114-ჯერ დაბომბეს

ზაპოროჟიეს ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 114-ჯერ გახსნეს ცეცხლი 19 სხვადასხვა დასახლების მიმართულებით, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი სამართალდამცველი. დაღუპულია 31 წლის პოლიციელი. ასევე დაშავდა ერთი ოჯახის ოთხი წევრი.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა წინსვლა შეძლეს რაბოტინოს დასახლებულ პუნქტთან, სადაც დასავლელი ექსპერტების შეფასებით, კონტრიერიშის დაწყების შემდეგ მობილიზებულია უკრაინული ძალების ძირითადი ძალისხმევა.
ასევე, გრძელდება იერიში მელითოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ღამეს ხერსონის რაიონში რუსულ აგრესიის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
უწყების ცნობით, რუსებმა რეგიონში 61 ჭურვი, ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან გაუშვა და მტერმა ხერსონს 13 ჭურვი ესროლა.
მათივე ცნობით, რუსების სამიზნე რეგიონის დასახლებული პუნქტები, საცხოვრებელი კვარტლები, ქარხნების ტერიტორიები და მობილური საკომუნიკაციო ანძები იყო.

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის, ცნობით, გასულ ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი მძიმე არტილერიით ორჯერ დაბომბეს.
მისივე ინფორმაციით, ავაიერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაბომბვის შედეგები ამ დრომდე ზუსტდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button