მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღებში კორონა ვირუსზე ტესტირება რამდენიმე დღის დაგვიანებით დაიწყო

ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღებში, თანამშრომლების კორონა ვირუსზე ტესტირება, რამდენიმე დღის დაგვიანებით, რადიო “ჰერეთში” გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაიწყო.
ბაგა- ბაღების პედაგოგებსა და აღმზრდელებს psr და სწრაფი ტესტით შემოწმებას, ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები უტარებენ.

ცენტრის დირექტორის,მერაბ სეფაშვილის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, ინფიცირების შემთხცევები გამოვლენილი არ არის.
“უკვე რვა საბავშვო ბაღში ჩავატარეთ ტესტირება. ჯერჯერობით, ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

თანამშრომლების 20% ექვემდევარება psr კვლევას, დანარჩენები კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. უახლოეს დღეებში პროცესს დავასრულებთ”- განაცხადა სეფაშვილმა.
ყვარლის სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაში 22 საბავშვო ბაღია და 1200- ზე მეტი აღსაზრდელი სწავლობს.

სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 1 მარტს განახლდა. ამ დროისათვის ბაგა- ბაღების არცერთი თანამშრომელი გატესტილი არ იყო.
დაგვიანების კონკრეტული მიზეზი, ბაგა- ბაღების გაერთიანებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელებმა ვერ დაასახელეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button