პენსია, შესაძლოა, ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზარდოს

მომავალი წლიდან პენსია, შესაძლოა, ყველა კატეგორიის პენსიონერს გაეზარდოს.

ბიუჯეტის დღევანდელი პროექტით, ზრდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვისაა გათვალისწინებული, რის გამოც, მმართველი გუნდის დეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

უმრავლესობის წევრებმა შენიშვნები ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე გამოთქვეს, სადაც ბიუჯეტის არსებულ ვარიანტს განიხილავდნენ.
შენიშვნების პასუხად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობა მზადაა, პენსიის ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მატების საკითხზე იმუშაოს. თუმცა, მთავრობის წევრს კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს წინა კვირას გადაეგზავნა. დეპუტატებს განსახილველად კიდევ რამდენიმე კვირა რჩებათ, რის შემდეგაც დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას უნდა დაუბრუნდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button