კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სენაკში თანხის გამოძალვაში ბრალდებულებს 9 და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

სენაკში გასული წლის 12 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და გამოძალვის ფაქტზე ბრალდებულებს 9 და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კი დღეს სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ე.წ. „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო დათესვა და მოყვანის ფაქტზე თ.გ., ა.გ. და გ.გ. დამნაშავედ ცნო.
გასულ ზაფხულს სენაკში მომხდარი სპეცოპერაციის დეტალები რადიო თბილისმა გაარკვია.
სპეცოპერაცია სენაკის რკინიგზის ტერიტორიაზე გასული წლის 12 ივნისს მოხდა.
მაშინ, დააკავეს ის პირები, ვინც სასტუმრო “ვერსალის” მფლობელს მერაბ ყურაშვილს ე.წ. კანონიერი ქურდის სახელით, ფულს სძალავდნენ. პოლიციამ ერთი პირი სწორედ იმ დროს აიყვანა, როცა მას სასტუმროს მეპატრონე მერაბ ყურაშვილი თანხას აძლევდა.
ფულის გამოძლავა ე.წ. კანონიერი ქურდის, თემურ გვასალიას,ზედმეტსახელად”სუხუმსკის” სახელით ხდებოდა, რომელიც ზუგდიდში დაახლოებით სამი წლის წინ დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მან ქვეყნის დატოვება შეძლო.
სპეცოპერაციის დეტალების გახსენება არ სურს სენაკელ ბიზნესმენს მერაბ ყურაშვილს,რიმელიც სენაკში რამდენიმე სამშენებლო ბიზნესს,რესტორან “ვერსალსა” და სასტუმროს ფლობს.
“არ მინდა ამ ამბის გახსენებაც კი,სამართალი აღსრულდა და განაჩენიც დადგა,იმ ამბის მერე გულის ოპერაცია გადავიტანე და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ”,-უთხრა მან რადიო თბილისს.
რადიო თბილისის ინფორმაციით,ამ საქმეზე სამივე დაკავებული პირი აფხაზეთიდან დევნილია და ისინი სენაკის სამხედრო დასახლების კორპუსებში ცხოვრობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button