მნიშვნელოვანირეგიონი

ქართველი კოლექციონერი ქალის დაბადების 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ცნობილი ქართველი კოლექციონერი ქალის იუბილეს თელავში გამოფენა მიეძღვნა

თელავის ისტორიულ მუზეუმში, ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერის, ქეთევან იაშვილის დაბადების 140-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

გამოფენაზე საექსპოზიციოდ, მეზეუმის ხელოვნების ფონდსაცავში დაცული, ქეთევან იაშვილის კოლექციის ექსპონატებია წარდგენილი

ქეთევან იაშვილი, საქართველოში ერთ-ერთი პირველი ფარმაცევტი და კოსმეტოლოგი ქალი იყო. ის
1883 წლის 23 აპრილს, თელავის მაზრის სოფელ შალაურში დაიბადა.

იაშვილმა შექმნა ხელოვნების ნიმუშების მდიდარი, შინაარსობრივად და თემატურად მრავალფეროვანი კოლექცია და შემდგომში, ფერწერული ტილოები და მხატვრული ღირებულების საოჯახო თუ ანტიკვარული ნივთები, უსასყიდლოდ გადასცა თელავს.

1963- დან 1977 წლამდე ქეთევან იაშვილმა, თელავის ისტორიულ მუზეუმს 200-მდე ექსპონატი აჩუქა.

97 წლის ასაკში გარდაცვლილი კოლექციონერი ქალი, საკუთარი სურვილის თანახმად, თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში
25 მაისამდე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button