მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტებმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის რამდენიმე ოლქზე. დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა დაღუპულია ერთი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.
დრონებით თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციების და მედიასაშუალებების ინფორმაციით, აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში და კიევის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სხვა ოლქებში.

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შუაღამიდან გამოცხადებული საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთ საათს, ადგილობრივი დროით 04:45 საათამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩერნიგოვის ოლქში ჩამოაგდეს სამი უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მტრის საჰაერო სამიზნეები არის აღმოჩენილი რეგიონის საჰაერო სივრცეში. გარდა ამისა, რუსმა სამხედროებმა ხერსონის დასახლებულ პუნქტებს არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ შეტევას ერთდროულად ხუთი მიმართულებით კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და შახტიორის რაიონებში
26 თებერვალს, საღამოს უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button