მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 15 ინფიცირებული და 1 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 879 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 1-ით გაიზარდა და 704 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 2 710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 267 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 10 საკარანტინო სივრციდან, 1 „საბურთლოს კლასტერს“ უკავშირდება, 2-ის დაინფიცირების წყარო კი, უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 4 ახალი პაციენტი მოთავსდა, რომელთა მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.

“ბოლო 24 საათში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს. 15 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ შემოტანილი, ანუ იმპორტორებული, 5 გახლავთ ისევ საკარანტინო სივრციდან, ოღონდ კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან, 1 არის „საბურთალოს კლასტერიდან“ და 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება.

“ჩვენთან 40 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. გუშინ 4 ახალი შემთხვევა შემოვიდა. შემოსული პაციენტების მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. ჩვენ ორი მძიმე პაციენტი გვყავდა, მათგან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და როგორც საშუალო სიმძიმის, ისე განიხილება და 1 კვლავ მძიმეა, მართალია გაუმჯობესებულია, მაგრამ მთლიანად იმის თქმა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარება პროგრესირებას არ დაექვემდებარება, არ შეიძლება. ამიტომ, ჯერჯერობით, მძიმე სიაში რჩება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.” – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button