ბიზნესრევიუეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს 9%-ით გაეზარდა

მიმდინარე წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს 9%-ით, 194 მლნ აშშ დოლარამდე, გაეზარდა. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. ჯამში იანვარ-ოქტომბერში მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83,8 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის ოდენობაც.

საქართველოდან ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.

სააგენტოს მონაცემებით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:

პოლონეთი – 20% (4 984 017),

ჩინეთი – 13% (4 553 919),

შშ – 10% (881 470),

გერმანია – 6% (654 608),

ლატვია – 4% (1 440 567),

ლიეტუვა – 45% (837 096),

იაპონია – 18% (159 262)

დიდი ბრიტანეთი – 72% (631 504).

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი.

ზრდა ფიქსირდება შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 84% (296 992),

შვედეთი – 65% (99 832),

ჩეხეთი – 275% (139 560),

ყაზახეთი – 30% (326 4706),

ისრაელი – 41% (368 899),

აზერბაიჯანი – 8% (181 727),

თურქეთი – 209% (93 330),

უკრაინა – 21% (1 0558 377),

რუსეთი – 5% (49 064 224),

მონღოლეთი – 174% (402 810),

ბელარუსი – 17% (3 348 501).

აქვე “ბიზნესრევიუ” გთავაზობთ მცირე მიმოხილვას, რა ტენდენციებია ღვინის ადგილობრივ ინდუსტრიაში.

ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის ახალი კამპანია იწყება. საუბარია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ბრენდ კომპანია Kინდ ოფ Gუისე-ის ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებში მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი Kინდ ოფ Gუისე საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს. წიგნი ილუსტრირებული იქნება ქართული ღვინით, კერძებითა და საქართველოს ტურისტული ადგილებით. ის წიგნი Kინდ ოფ Gუისე-ის ფილიალებში, გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში, გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში. წიგნს პოპულარიზაციას გაუწევენ სოციალური ქსელებითაც.

ცოტა ხნის წინ მსოფლიოში პირველი “ღვინის ბლოკჩეინის კონსორციუმი” საქართველოში დაარსდა. ღვინის დარგის ექსპერტების პროგნოზით, ეს იქნება პირველი ღვინის ინდუსტრიის დეცენტრალიზებული ბლოკჩეინის კონსორციუმი მსოფლიოში და ეს ინოვაციური ტექნოლოგია ხელს შეუწყობს ღვინის ხარისხის ვერიფიკაციას, მისი გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტიანობის გაზრდას, მეღვინეობებისათვის დამატებითი კაპიტალისა და ფინანსების მოზიდვას, საექსპორტო პროცედურების გამარტივებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხისა და ფასის ამაღლებას. კონსორციუმის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ქალი მეღვინეებისადმი, შესაბამისი სპეციალური პროგრამებისა და გადამზადების მეშვეობით.

ცნობისთვის, ქართული ღვინო უკვე წარმატებით იყიდება ბლოკჩეინ პლატფორმებზე. ეს კარგი პრეცედენტი მაგალითია სხვა მეღვინეობებისთვისაც, რომელთაც კონსორციუმი საშუალებას მისცემს მარტივად გაყიდონ თავიანთი ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე.

ღვინის ბაზრის ექსპერტების მტკიცებით, დეცენტრალიზებული ფინანსების ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობის ფინანსებისა და კაპიტალის ინვესტირებისა სხვადასხვა ინდუსტრიებში. მათივე ინფორმაციით, კოსორციუმის ფარგლებში მხოლოდ ღვინისათვის დაგეგმილია ასეთი 100 მილიონამდე ინვესტირების მოზიდვა ქართული მეღვინეობების ხელშესაწყობად.

არსებობს მოსაზრება, რომ ღვინის გლობალური ბლოკჩეინ პლატფორმა ტრადიციულ ბაზრებს 10-20 წლიანი პერიოდის შემდეგ აუცილებლად ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება, ღვინის ტურიზმის პოტენციალს საქართველოში, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე-ინფრასტრუქტურულ პროექტებს აგრძელებს. 2021 წელს გაფართოვდა „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა არეალი. წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით 28 ახალი ღვინის ტურიზმის მასპინძელი ობიექტისათვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი. საბოლოო ჯამში წელს პროექტში 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება შემდეგი რეგიონებიდან: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი , გურია და რაჭა-ლეჩხუმი. ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთში 6 სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს და პროექტი ოქტომბერში სრულდება. ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს. UშAID-ის პროექტის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.

რაც შეეხება, ღვინის ადგილობრივ ბაზარს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის რთველის დროს გამოიკვეთა, რომ მევენახეებისთვის პრიორიტეტი გახდა ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა. სააგენტოს მტკიცებით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვენახის სწორი მოვლა და ყურძნის კონდიცია უმთავრესია მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, რაც, შემდგომ, განსაზღვრავს მის რეპუტაციას და ფასს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

ქართული ღვინის ისტორიაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ ქვევრს მიმდინარე წლის ზაფხულზე დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა. ის პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა. 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNEშჩO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ქვევრის გეოგრაფიულ აღნიშვნად დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. ქართული ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენებაეროვნულ საღვინე ჭურჭელს – ქვევრს უკავშირდება. ქვევრის დამზადება ქართველი ხალხის ინტელექტის ნაყოფს წარმოადგენს. ქვევრის ღვინოს დღეს თითქმის ყველა ქართული ღვინის კომპანია აწარმოებს, წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტში მისი წილი. ამ ეტაპზე ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სხვა ქვეყნებში აწარმოებენ.

საქართველოზე ალკოჰოლური სასმელების მსოფლიო ბაზრის 1%-ზე ნაკლები მოდის. გლობალური ღვინის და სპირტიანი სასმელების ბაზრის მოცულობა 2027 წლისთვის $445 მილიარდ დოლარს გაუტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარი წლიურად 6%-ით გაიზრდება. გლობალური ღვინის და სპირტიანი სასმელების ბაზრის მოცულობა 2019 წელს $364 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. პანდემიურ 2020 წელს ქვეყანამ $342.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები დააექსპორტა.

საქართველოს მთავრობამ წელს გაააქტიურა ღვინის მწარმოებელთა შემოწმება. შიდაბაზარზე ღვინის ხარიხს ღვინის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. საექსპორტო ღვინოს კი, სააგენტოსთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებიც შეამოწმებენ.

ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისთვის უცხოური კომპანიები შეირჩა: პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს ხოლო იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე კომპანია „ღედ Bრიდგე” იმუშავებს.

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. წელს ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის. ღვინის მცირე მწარმოებლები ღვინის საერთაშორისო მარკეტინგში ჩართვას ითხოვენ.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია, ის ასევე 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდა. წელს ვენახში ყურძნის ხარისხი ახლებურად გაკონტროლდა.

როგორც წესი, ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა. ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ვენახების ერთიანი კადასტრი ახლდება. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში, კახეთის მუნიციპალიტეტებში, ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი (წნორის მხარის სოფლები), თელავი და ახმეტა დაიწყო ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება. კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია დაიწყება შემდეგ ეტაპზე, რაზეც მევენახეები ინფორმაციას დამატებით მიიღებენ. ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში წელსაა დაგეგმილი. ვენახების ერთიანი კადასტრი მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ვენახების საკადასტრო სამუშაოები 2014 წელს ჩატარდა. ვინაიდან მას შემდეგ რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა ვენახების ფართობები, მიმდინარე წელს მონაცემების განახლების მიზნით განხორციელდება „ტვიშისა“ და „ხვანჭკარის“ მიკროზონების აეროგადაღებები.

მსგავსი პოსტები

Back to top button