მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

რუსული იმპერიული მოქმედებები ბალდის მამათა მონასტრში

მარტვილში,ბალდის მამათა მონასტრის სასულიერო პირს, მამა ათინოგენს, რომელსაც მღვდელმსახურების უფლების შეჩერებასთან ერთად, არქიმანდრიტის ხარისხი აპრილის თვეში ჩამოართვეს, სალხინოს მონასტრიდან ბერების გაძევება რუსულ იმპერიულ მოქმედებებს ახსენებს.

მისი თქმით, რუსებს ჰყავთ ჩოხებში ჩაცმული კაზაკები, რომლებიც ყველანაირ უმსგავსობას იცავენ, და ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, არბევენ.

“დღეს ჩვენი ეროვნული ფორმა, ჩოხა, ეს ყველაფერი შებილწა ამ ხალხმა და გახდნენ კაზაკები, რუსული აზროვნების კაზაკები. ისტორიულადაც მრავალი იყო ასეთი, რომლებიც ამ ფორმას მოიცმევდნენ და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდნენ. დღეს ჩვენს მონასტერში, სადაც მამები ცხოვრობდნენ, შიგნით შევარდნენ და შემდეგ შეყვა მილიცია. დღეს მამაოებს უყენებენ ბრალდებას, რომ ისინი პოლიციას არ დაემორჩილნენ, წაროგიდგენიათ, შენ სადაც ცხოვრობ, სადაც შენ კელია ააგე, შენი ნაშრომი რომ არის ყველაფერი, შენი ხელით რომ არის შექმნილი, რომ მოვა ჩოხოსანი და გეუბნება წადი აქედანო. და რისი გულისთვის?”, – ამბობს მამა ათინოგენი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ითხოვენ მამათმავლობის ცოდვაში მხილებული ადამინების, პედოფილების ეკლესიიდან გაწმენდას, “საყვარლებიანი მეუფეების გაწმენდას”.

სასულიერო პირის თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეც გავრცელებეულ ფაილებში მრუშობაშია მხილებული. ამბობს, რომ არსად წასვლას არ აპირებენ.

“სანამდე იქნებიან აქ? იმ ჩოხოსნებიდან არცერთი არ არის ადგილობრივი, მარტვილელი და ამ კუთხის შვილი არცერთი არ არის. ესენი არიან ჩამოყვანილი ადამიანები. სტეფანეს აქ არავინ არ უჭერს მხარეს. ერთი ადამიანი დამისახელეთ და მომიძებნეთ რომელიც მას მხარს უჭერს და მის მოქმედებას იზიარებს. დაკავებულია ექვსი პირი და საათ-ნახევარი მამაოებთან ადვოკატი არ შეუშვეს”, – აღნიშნა მან.

მამა ათინოგენი დარწმუნებულია, რომ სწორედ სალხინოს მონასტრის მსგავსად მოვლენ სამართალდამცველები და ჩოხოსნები ბალდის მონასტერში, სადაც იგი მსახურობს.

სალხინოს მონასტრიდან დილაადრიან პოლიციის დახმარებით გააძევეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები. ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილია 6 პირი მათ შორის, 5 სასულიერო პირია. ესენი არიან – მამა დანიელი,მამა ბასილი მამა პეტრე მამა ლუკა და ორი მორჩილი.

შსს-ში ამბობენ, რომ ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. უწყებისვე ცნობით, ინციდენტისას საპატრიარქოს კუთვნილი კამერა დაზიანდა, რაზეც გამოძიება დაიწყო.

მანამდე, ამ სასულიერო პირებმა ჭყონდიდის ეპარქიიდან მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, როგორც განკვეთილ პირებს, ტაძარი უნდა დაეტოვებინათ, საამისოდ კი ვადა 4 ნოემბრამდე განესაზღვრათ.

მონასტრის ეზოში ჭყონდიდის მიტროპოლიტთან დაპირისპირებულ პირებს არ უშვებენ. კარები დახურულია მედიისთვისაც.

მარტვილში, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავა საპატრიარქომ მღვდელმთვრობიდან გაათავისუფლა. მეუფე პეტრე ცაავას მხარდამჭერები უარს ამბობენ დაემორჩილონ საპატრიარქოს მიერ მივლენილ ეპისკოპოსს სტეფანეს და ითხოვენ საერთო კრებაზე განიხილონ პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ის ბრალდებები, რის გამოც ის დაითხოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button