ქერის უხვი მოსავალი და რეალიზაციის პრობლემა

დედოფლისწყაროში ფერმერებმა ქერის რეკორდული მოსავალი მიიღეს, თუმცა რეალიზაცია გაძნელებულია – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ინტერენეტ გაზეთ “ქიზიყიდან” აცნობეს.

ფერმერი, ბაჩუკი გონაშვილი ამბობს, რომ შირაქის და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს, თუმცა გონაშვილი ყურადღებას ფასის ვარდნასა და რეალიზაციის პრობლემაზე ამახვილებს.

მისი თქმით, “კილოგრამი ქერის ფასი 60 თეთრი იყო, ახლა კი 30 თეთრზე დაეცა, თუმცა მყიდველი მაინც არ ჩანს”.

ფერმერები წელს საშუალოდ 9 500 ტონა ქერის მოსავალს ელოდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button