მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის საკრებულოში მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება დაჩქარებული წესით მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო.

ამჟამად მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, საკრებულოს კომისიები და ფრაქციები მსჯელობენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 46 მილიონ 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული. მასში პრიორიტეტულ ნაწილად დასახელებულია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, ინფრასტრუქტურა და განათლება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატი “ენმ”-დან მაია კალანდია.

“ცეცხლი უკიდიათ ზუგდიდელ ქოცებს. საკრებულოში უმცირესობაში ყოფნის კონვულსიური შეტევები დაეწყოთ და რაც არ უაქტიურიათ ცხრა წელი, ახლა
მარათონის რეჟიმი ჩართეს. სასწრაფოდ იკრიბებიან დარგობრივი კომისიები და განიხილავენ მომავალი წლის ბიუჯეტს, იმ საკრებულომ უნდა გადაგვიწყვიტოს მომავალი ბიუჯეტი, რომელიც უკვე გადარჩეულია.

არ გამოგივათ ეგ ამბავი და კისერი არ მოიტეხოთ სიჩქარეში. თქვენი და თქვენი აქტივისტების ჯიბე გადარდებთ, ცხადია. დადგა დრო, გადამხდელმა გაიგოს, რაში და როგორ ხარჯავდით ხალხის ფულს. ხელოვნურად შექმნილ სსიპ- ებსა და აიი-პებში, სიდედრები და დედამთილები, მეზობლები და ზონდერ-აქტივისტები, სად რა ანაზღაურებით გყავდათ.
ასე, რომ ჩავარდნილია ეგ ამბავი და შეეგუეთ!
თქვენი მონა-მორჩილი მაია კალანდია”,-წერს კალანდია.

საკრებულოს სხდომა სხდომა პროტესტის ნიშნად, ასევე დატოვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა”ევროპული საქართველოდან” ბათლომე შელიამ.

“დღეს ზუგდიდის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო და უახლოს დღეებში დაჩქარებული წესით აპირებენ მიღებას.

მომავალ ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას იღებს ის საკრებულო, რომელიც მუშაობას ასრულებს რამდენე დღეში.
სად არის ლოგიკა?!
თუმცა,ამ ხელისუფლებისთვის ხომ არც ლოგიკა არსებობს და არც პასუხისმგებლობა…

სხდომა დავტოვე პროტესტის ნიშნად და მოუწოდე შეეწყვიტათ განხილვა.”,-გვითხრა შელიამ.

ჯერჯერობით უცნობია,თუ როდის შეიკრიბება ახალი საკრებულო,სადაც 22 დეპუტატი ენემიდანაა,20 მმართველი პარტიიდან,ხოლო სამი გახარიას პარტიიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button