არჩევნებს 30 საერთაშორისო მისია და 71 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მონიტორინგს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები უწევენ.

ცნობილი და ავტორიტეტული ორგანიზაციები NDI, IRI და ეუთო, არჩევნების მიმდინარეობას, თბილისსა და საქართვლოს რეგიონებში აკვირდებიან, საკუთარ შეფასებას კი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ხვალ გამოაქვეყნებენ.

სულ ადგილობრივი არჩევნების მიმდინარეობას, 30 საერთაშორისო მისია და 71 ადგილობრივი ორგანიზაცია დააკვირდება. არჩევნები, როგორც ყოველთვის, მედიის ყურადღების ცენტრშია, აკრედიტაცია 74-მა მედია ორგანიზაციამ გაიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button