კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები
მეტრო „დიდუბის” მიმდებარედ, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი უკანონო აპარატები აღმოაჩინეს

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ერთი პირი ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისის მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდა განთავსებული.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია კანონდარღვევით მოქმედი ორი ერთეული სათამაშო აპარატი.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.