სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა,უგულავა კი კვლავ პატიმრობაში მისცა

სასამრთლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა. მისი პატიმრობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. – იუწყება ტელეკპმპანია “რუსთავი2”.
“რიყისა და თბილსერვისის საქმეზე კი მოსამართლემ გიგი უგულავას თბილსერვისის საქმეზე 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რიყის ეპიზოდზე კი ის გამართლდა.
მოსამართლის განცხადებით გიგი უგულავა 4 წლითა და 6 თვით იქნება პატიმრობაში.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. გამოცხადების პროცესს არ დასწრებიან გიგი უგულავა, მისი ადვოკატები და თანაგუნდელები.
უგულავას სასამართლო პროცესი დღეს 12:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დედაქალაქის ყოფილი მერის უფლებადამცველების შუამდგომლობა პროცესის 1 კვირით გადადების შესახებ არ დააკმაყოფილა.
გარდა ამისა გიგი უგულავამ არ ისარგებლა საკუთარი უფლებით პროცესზე და ბოლო სიტყვაზეც უარი განაცხადა. “- იუწყება ტელეკომპანია.