მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
კახეთში კოვიდ- 19-ით სამი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით კახეთში სამი პაციენტი გარდაიცვალა. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, კოვიდ -19 -ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხესა და ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
გარდაცვლილთა შორის, ორი მამაკაცი და ერთი ქალია. მათი ასაკი 59- დან 76 წლამდეა.
პაციენტები რეგიონის სხვადასხვა კოვიდ- კლინიკებში მკურნალობდნენ.
სექტემბრიდან დღემდე, კახეთში კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი 9960- ს აღწევს.
დღის განმავლობაში დაინფიცირდა 133 და გამოჯანმრთელდა 181 მოქალაქე.
გარდაცვლილთა რიცხვი კი 86- მდე გაიზარდა