მნიშვნელოვანირეგიონი

“გამძაფრდა რეპსრესიული მოქმედებები რიონის ხეობაში”-ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობაში რეპრესიული ქმედებების გააქტიურებაზე საუბრობს “ნამოხვანჰესის” საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი. გოლეთიანი მაგალითისთვის აქტივისტის, ირაკლი მუკბანიანის დაკავებას ასახელებს.

“ვხედავთ, რომ გამძაფრდა რეპსრესიული მოქმედებები რიონის ხეობაში, რაც უკავშირდება ჩვენი თანამებრძოლის ამ ფორმით დაპატიმრებას, რომ დაადგა მას რამდენიმე მიკროავტობუსი სპეცრაზმი სახლში, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა. ჩვენთვის რომ მოემართა, პრობლემა არ იყო, მივიდოდა ირაკლი, სადაც უნდა მისულიყო, ეს ყველამ იცის, მაგრამ დაშინების მეთოდს მიმართეს და პროვოკაციაზე წამოაგეს ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ შეკრებილები”, – ამბობს გოლეთიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი მუკბანიანი 29 მაისს დააკავა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button