მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მაიმუნის ყვავილი” 75 ქვეყანაში დაფიქსირდა

15 ივნისს საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სფეროში გლობალური შეშფოთების საგანგებო მდგომარეობაა – განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით გაავრცელა. როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება მსოფლიოში “მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება, რომელიც ჯანმომ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.
“მაიმუნის ყვავილი” 75 ქვეყანაში ფიქსირდება და უკვე 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.​
ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება შეეყაროს როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანებს.

“ჯანმო-ს შეფასებით, მაიმუნის ყვავილის რისკი გლობალურად არსებობს და ყველა რეგიონში, გარდა ევროპისა, მისი გავრცელების რისკი მაღალია. ჩვენ გვაქვს აფეთქება, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამ მიზეზის გამო, მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ საერთაშორისო შეშფოთებას წარმოადგენს. “მაიმუნის ყვავილის” რისკი გლობალურად საშუალოა. ყველა ამ მიზეზის გამო, მე გადავწყვიტე, რომ მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო შეშფოთების გადაუდებელ მდგომარეობას.

გარდა ამისა, ვაცხადებ საერთაშორისო შეშფოთებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობაზე, ამ დროისთვის, ეს არის ეპიდემია, რომელიც კონცენტრირებულია მამაკაცებში”, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ამ ვირუსული დაავადების სიმპტომები ჩუტყვავილას წააგავს, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მსუბუქი ფორმები აქვს. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, დამახასიათებელი გამონაყარი და ქავილი.

მისი მკურნალობის საშუალება არ მოიპოვება, მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება 2-4 კვირაში. არის აღნუსხული სიკვდილის შემთხვევებიც.

ღებრეიესუსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წევრები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, გამოეცხადებინათ თუ არა ამჟამინდელი აფეთქება საერთაშორისო მასშტაბის „საგანგებო მდგომარეობად“ და გადაწყვეტილება მიიღო პირადად მან, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფიცირების რისკი არათანაბარია – ის ევროპაში უფრო მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ “საგანგებო მდგომარეობის” გამოცხადება არ ნიშნავს იმას, რომ მთავრობები შემოიღებენ გარკვეულ ზომებს, მაგრამ მას შეუძლია აიძულოს ისინი, მაგალითად, გაზარდონ დაფინანსება ვაქცინაციისა და ვაქცინების წარმოებისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძის თქმით ე.წ მაიმუნის ვირუსი არაა სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად გავრცელებადი, ამიტომ ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ისაუბრა.
განცხადება ფონია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, ამ დაავადების სწრაფ გავრცელებას მიენიჭოს “საგანგებო მდგომარეობის” სტატუსი.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა დიდი დისკუსიის შემდეგ გამოაცხადა. მისი თქმით ეს არა პანდემია, არამედ გარკვეულ ჯგუფებში კონცენტრირებული ეპიდემიაა. თუმცა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნები მისი დიაგნოსტირებისა და ზედამხედველობისთვის მზად უნდა იყვნენ.

„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- ასე ხსნის ამირან გამყრელიძე ჯანმოს გადაწყვეტილებას.

საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ათ სავარაუდო შემთხვევას სწავლობდნენ ექიმები, მათგან მხოლოდ ერთი დადასტურდა ივნისის თვეში და პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.

„ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია, სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა „მაიმუნის ყვავილი“, ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა, აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არის. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს” – უთხრა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.
გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში “მაიმუნის ვირუსთან” დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან 21 დღეა ვირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ანუ ვირუსი არ გავრცელებულა, ინფიცირებული 1 ადამიანი კი უკვე განიკურნა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ საქართველო ინფიცირების შემთხვევების ამოცნობისა და მკურნალობისთვის მზადაა.

„დიაგნოსტიკის და გამოვლენის მზადყოფნა უნდა იყოს ანუ რაც ჩვენ გავაკეთეთ უკვე მაისში, როდესაც გავაძლიერეთ ზედამხედველობა. ამ ხნის განმავლობაში 10 სავარაუდო შემთხვევა იქნა აღრიცხული ქვეყანაში და აქედან, 9 უკუგდებული იქნა. გაძლიერებულია მზადყოფნა, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს როგორც ზედამხედველობას, ასევე იმას, თუ როდის უნდა იქნას ეჭვი მიტანილი და ა.შ ინკუბაციის პერიოდი 21 დღემდე გრძელდება, ძირითადად მაინც არის 5-16 დღის პერიოდში.

ის მიმდინარეობს გამონაყარით, რომელსაც სჭირდება დიფერენცირება. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მაისის შემდეგ 70-მდე ქვეყანაში ამ დაავადების 16 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც შეიძლება შეეყაროს როგორც ცხოველებს, ასევე ადამიანებს.

ამ ვირუსული დაავადების სიმპტომები ჩუტყვავილას წააგავს, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო მსუბუქი ფორმები აქვს. პაციენტებს აღენიშნებათ მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, დამახასიათებელი გამონაყარი და ქავილი.

მისი მკურნალობის საშუალება არ მოიპოვება, მაიმუნის ყვავილი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება 2-4 კვირაში. არის აღნუსხული სიკვდილის შემთხვევებიც.

მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ქმედითია ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელსაც ჩვილობის ასაკში დაბადებულებს აძლევდნენ 1970-იანი წლების ბოლომდე, სანამ ჩუტყვავილა ოფიციალურად გამოცხადდა დაძლეულ სენად.

არსებობს ვაქცინა უშუალოდ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც გამოიყენება რისკის ჯგუფებისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ე.წ. მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შეგახსებთ რომ მაიმუნის ყვავილი პირველად 1958 წელს გამოვლინდა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა მიმდინარე წლის მაისამდე დაფიქსირდა აფრიკაში, მაგრამ მაისში დაავადებამ სწრაფად გავრცელება დაიწყო ევროპაში.

შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენენ 18-დან 50 წლამდე ასაკის კაცები,რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კონტაქტი სხვა კაცებთან.

მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ქმედითია ჩუტყვავილას ვაქცინა, რომელსაც ჩვილობის ასაკში დაბადებულებს აძლევდნენ 1970-იანი წლების ბოლომდე, სანამ ჩუტყვავილა ოფიციალურად გამოცხადდა დაძლეულ სენად.

არსებობს ვაქცინა უშუალოდ მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც გამოიყენება რისკის ჯგუფებისთვის.

COVID-19-ის პანდემია ასევე გრძელდება მთელ მსოფლიოში. შემთხვევათა რიცხვი კვლავ იზრდება ბოლო კვირებში. დაღუპულთა რაოდენობა პანდემიის პირველ პერიოდთან შედარებით დაბალ დონეზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button