მნიშვნელოვანირეგიონი

მკვლელობა სოფელ არაშენდაში

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში

არსებული ინფორმაციით,42 წლის მამაკაცი ლევან იაგანაშვილი კარის მეზობელმა მამაკაცმა, ცივი იარაღით მოკლა.

ადგილობრივების თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზი ქალზე ეჭვიანობა გახდა.

ჰერეთთან არაშენდაში ამბობენ, რომ შემთხვევა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გარდაცვლილი თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულმა მას ადგილზე მიაკითხა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ცხედარი ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.

მკვლელობის ზუსტ მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button