მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ყირიმში, რუსეთის ავიაბაზაზე სამხედრო თვითმფრინავები განადგურებულია

BBC ავრცელებს სატელიტურ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსეთის ავიაბაზაზე რომელიც რუსეთის მიერ არის ანექსირებული, 9 აგვისტოს აფეთქებების შედეგად სამხედრო თვითმფრინავები განადგურებულია ცნობისთვის, მასობრივად განადგურდა იქ განთავსებული ტექნიკა აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინას არ აუღია, თუმცა, როგორც BBC წერს, ახალი მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზამ სახელწოდებით „საკი,“ რომელიც დაბა ნოვოფიოდოროვკასთან არის განთავსებული, დაკარგა სულ მცირე, ცხრა სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის SU-30SM საბრძოლო თვითმფრინავები და and SU-24M ბომბდამშენები.

სატელიტურ ფოტოებზე ჩანს ავიაბაზის გადამწვარი ტერიტორია, სადაც, აფეთქების შედეგად, ხანძარი გაჩნდა. მთავარი ასაფრენი ბილიკი დაუზიანებელია.

აფეთქების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და სამხედრო ობიექტზე, უბრალოდ, საბრძოლო მასალა აფეთქდა.

საგამოძიებო ჯგუფის, Bellingcat-ის დამაარსებელმა, ელიოტ ჰიგინსმა და მისმა თანამშრომელმა, ხრისტო გროზევმა, ტვიტერით გაავრცელეს სატელიტური ფოტოები. ფოტოები მათ მიაწოდა დედამიწის მეთვალყურეობის სამსახურმა Planet.
ჰიგინსი წერს, რომ ფოტოები გაკეთებულია 9 და 10 აგვისტოს. ის მიუთითებს ღრმულებზე, რომლებიც ფოტოებზე ჩანს და ვარაუდობს, რომ ამ ადგილებზე ინახებოდა ის, რისი სამიზნეც თავდასხმა იყო. ყველა კრატერს ერთი და იგივე ზომა აქვს. ჰიგინსის თანახმად, ერთ ადგილზე ბევრი თვითმფრინავის და ამუნიციის აფეთქებას მოჰყვა ხანძარი, რომელიც მთელი ბაზის ტერიტორიაზე გავრცელდა. მას არ მოჰყავს თავისი ვერსია, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს აფეთქებები, მაგრამ ვარაუდობს, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო სარაკეტო თავდასხმა.

9 აგვისტოს რუსეთის სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქებების გარშემო რუსეთი იტყობინება, რომ ერთი პირი დაიღუპა და 14 დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აცხადებს, რომ აფეთქდა აეროდრომის ტერიტორიაზე შენახული ამუნიცია, და რომ არ ყოფილა გარედან თავდასხმა. წინასწარი ვერსიით იმასაც იტყობინებოდნენ, რომ სახანძრო უსაფრთხოების წესები დაირღვა და რომ ავიატექნიკა არ დაზიანებულა. უკრაინა აცხადებს, რომ არ აქვს კავშირი აფეთქებებთან. თუ აფეთქების უკან უკრაინა დგას, ეს იქნებოდა კიევის მიერ განხორციელებული პირველი იერიში ყირიმის ტერიტორიაზე 2014 წელს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ, ეს ასევე დაამტკიცებდა, რომ უკრაინას აქვს დარტყმების შორ მანძილზე განხორციელების ტექნიკური შესაძლებლობა, რაც რუსეთისთვის მოულოდნელი იქნებოდა, აცხადებს, ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ვლადიმირ დუბოვიკი.

გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინისა და თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს.

“დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს. ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გუშინ რამდენიმე დასავლურმა მედიასაშუალებამ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმში მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის სპეციალური ძალები დგას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინული ყირიმი 2014 წლის გაზაფხულზე დაიპყრო და ნახევარკუნძული უზარმაზარ სამხედრო ბაზად აქცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button