მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი “ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ” გამოაცხადა, – ინფორმაციას მედია საშუალებები სეიმის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ლატვიის პარლამენტის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ 11 აგვისტოს სეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც “რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ”, ხოლო უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები ტერორიზმად არის აღიარებული.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში წარმოადგენს „უკრაინელი ხალხის მიზანმიმართულ გენოციდს“.

„რუსეთი, თავისი აგრესიული და უკანონო ომის მიზნების მისაღწევად მიისწრაფვის უკრაინელი ხალხისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დაშინებისა და დემორალიზებისკენ, ასევე უკრაინის სახელმწიფოს ფუნქციონირების პარალიზებისკენ, რათა მოახდინოს უკრაინის ოკუპაცია. ანუ, რუსეთი ამ ძალადობას მიმართავს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ლატვიის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიხარდ კოლემ.

​ლატვიის სეიმმა თანამოაზრე ქვეყნებს მოუწოდა, აღიარონ რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, ხოლო ევროკავშირს მიმართა რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ტურისტული და სხვა სახის ვიზების გაცემა შეაჩეროს.

ლატვიელი დეპუტატების თანახმად, რუსეთის ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართულ გენოციდს წარმოადგენს.

სეიმი ხაზს უსვამს, რომ რუსული ძალები მიზანმიმართულად ესხმიან თავს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას და ტანჯვასა და დაშინებას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზების მცდელობაში იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია განახორციელონ.

ლატვიის პარლამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ძალადობის გამოყენების გზით ცდილობს

მსგავსი პოსტები

Back to top button