ლეილა მუსტაფაევა დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პროკურატურისგან მისთვის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

ოფიციალური მიმართვა საგამოძიებო უწყებაში შეტანილია. აფგან მუხთარლის მეუღლე დარწმუნებულია, რომ მომხდარი მათი ერთობლივი ჟურნალისტური საქმიანობის შედეგია, შესაბამისად არ გამორიცხავს, რომ აფგანთან ერთად ისიც გაეტაცებინათ.

გადაწყვეტილების მისაღებად პროკურატურას 48-საათიანი ვადა აქვს. პარალელურად დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახი ამ დრომდე ელოდება პასუხს პროკურატურისგან, გადაიბარებს თუ არა საქმეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, მხარდამჭერ აქციებს განაგრძობენ. სამოქალაქო სექტორი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და საქმის ობიექტურად გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მათი შეფასებით, ქვეყნისთვის მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმის ობიექტურად გამოძიება უმნიშვნელოვანესია, თუმცა ქვეყანაში ობიექტური გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button