რეგიონი

ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებით, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი(კაპანაძე) გარდაიცვალა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურიც ადასტურებს.

ბოლო დღეების განმავლობაში, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მეუფე საავადმყოფოში მკურნალობდა.

მეუფე დიმიტრი ეპარქიას 2015 წლიდან ედგა სათავეში.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას ისტორიული სახელი 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით დაუბრუნდა.

2014 წლის 3 ივნისიდან კი, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიას ეწოდება ხორნაბუჯის ეპარქია;

ჰერეთის მხარე, მანამდე ნეკრეს- ჰერეთის ეპარქიას ეკუთვნოდა, საიდანაც მისი გამოყოფა წმინდა სინოდმა 2009 წელს განახორციელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button