მიხეილ თათარიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

მიხეილ თათარიშვილი სასამართლომ გაამართლა. საქმეზე გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

სხდომას ბრალდებული მიხელ თათარიშვილი ახლობლებთან და ადვოკატთან ერთად ესწრებოდა.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულ, მიხეილ თათარიშვილს პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

თათარიშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 15 მარტს დააკავეს. მას გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

მიხეილ თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარია. პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბუტექსი ჩაუდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button