სინოპტიკოსები მეწყრს და ღვარცოს პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოში განაცხადეს, რომ 4 ოქტომბრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება.

მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზღვაზე იქნება 3-4 ბალიანი ღელვა.

სააგენტოში თქვეს, რომ ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button