ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საკადრო ცვლილებები აუდიტის სახელმწიფო სამსახურში. გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას თავად ლომჯარია ადასტურებს.მისი თქმით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

ლომჯარიას განცხადებით, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მხოლოდ ერთი ძველი კადრი გააგრძელებს მუშაობას, ორ ახალ მოადგილეს კი ირაკლი მექვაბიშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგენს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი მექვაბიშვილი 20 სექტემბერს გახდა. მექვაბიშვილი საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება 25 ივლისს ამოეწურა. მას შემდეგ გენერალური აუდიტორის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე, ნინო ლომჯარია ასრულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button