მნიშვნელოვანისიახლეები

სასამართლომ საიას, “ენმ-ს” და “ძლიერი საქართველოს” სარჩერლი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, 11 შუამდგომლობიდან არც ერთი ,არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ივერი აბაშიძემ, 13 საათიანი განხილვის შემდეგ გამოაცხადა. სხდომის მიმდინარეობისას, მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ ხმის ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო, თუმცა სასამართლოსთვის მათი არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა.

მათ შორის ერთ-ერთი კომპანია, “სმარტმატიკთან” გაფორმებული მარკირების ხელშეკრულების გასაჯაროებას ეხებოდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შუამდგომლობა – შუამდგომლობა ეხებოდა მტკიცებულებას, რომლითაც ირკვეოდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა. დოკუმენტი, რომელსაც მოსარჩელე მხარე ითხოვდა, საკუთარი მტკიცებულების სახით წარმოადგინა ცესკომ.

ოპოზიციის მტკიცებულებებს შორის იყო, საარჩევნო უბანზე გადაღებული, 50 წუთიანი ვიდეომასალა, სადაც საარჩევნო ყუთი და ბიულეტენების მოთავსების პროცესი იყო ასახული. მოსარჩელე მხარე ამით ამტკიცებდა, რომ უბნებზე ამომრჩევლის ნების კონტროლი ხდებოდა. ვიდეოს წარმომავლობით, დაინტერესდა ცესკო.

ერთდღიანი განხილვის დასრულების შემდეგ, მხარეებმა მოსამართლის გადაწყვეტილება დარბაზს გარეთაც შეაფასეს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სარჩელი უსაფუძვლო და აბსურდულია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს მარცხის აღიარება არ სურთ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა მანიპულაციით ცდილობენ.

საქალაქო სასამართლოს შემდეგ, საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში გაგრძელდება. ერთობლივი სარჩელის ავტორებმა, მოსამართლე ივერი აბაშიძის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button