მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება

დღეს, ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს .

პარტია “ლელოს” ლიდერების თქმით, მათ დიპლომატიური კორპუსის და ფასილიტატორების ძალისხმევის იმედი აქვს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი ელოდებიან, რა წინადადება ექნება მმართველ გუნდს, რადგან ოპოზიციის პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უცვლელია.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ ქართული ოცნება მოიტანდა რაღაც შემხვედრ წინადადებებს, მაგრამ თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის რაც საქართველოს მოსახლეობა აირჩია, ძალიან ცდება”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციამ არაერთხელ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

“გამოვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომელიც კანონმდებლობითაა დაშვებული, პროტესტის ყველა ფორმას. ბურთი არის ქართული ოცნების და მთავრობის მხარეს, ჩვენ მეორე რაუნდის ბოლოს ჩვენი წინადადებები დავაფიქსირეთ, ახლა მათი ჯერია”, – თქვა ლევან თარხნიშვილმა.

როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ ისევ უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button