სპორტი

ხორვატია პლეი-ოფშია; ინგლისი პირველ ადგილზე გავიდა

D ჯგუფი ფინალური ეტაპისთვის მზადაა. აქ მესამე ტური დასრულდა და მერვედფინალისტებიც გამოვლინდნენ.

ინგლისმა „უემბლიზე“ ჩეხეთი მიიღო და რაჰიმ სტერლინგის მიერ მატჩის მე-12 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს.

შოტლანდიის და ხორვატიის მატჩი „ჰემპდენ პარკზე“ უხვგოლიანი აღმოჩნდა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა შოტლანდიელებს 3:1 მოუგო.

ვლაშიჩის მიერ შეხვედრის მე-17 წუთზე გატანილი გოლით ანგარიში ხორვატებმა გახსნეს. მაკგრეგორმა მალევე აღადგინა წონასწორობა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში მოდრიჩმა და პერიშიჩმა კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს შოტლანდიელებს.

ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზე ინგლისი გავიდა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა ხორვატიამ 4 ქულით მეორე პოზიცია დაიკავა. ანალოგიური ქულებით და შედრებით მცირე ბურთების შეფარდებით მესამე ადგილი და პლეი-ოფის საგზური ჩეხეთს ერგო. შოტლნდიის ნაკრებისთვის კი ევროპის ჩემპიონატი დღეს დასრულდა.

ტურში საუკეთესო მოთამაშის სტატუსი ლუკა მოდრიჩს ერგო.

დღეიდან კი ლუკა მოდრიჩი არის ხორვატიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (2008 წ.) და ყველაზე ხნიერი (2021 წ.) ფეხბურთელი, ვინც ევროპის ჩემპიონატებზე გოლები გაიტანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button