ბელარუსიაში, ადგილობრივი საავადმყოფოები გადავსებულია რუსეთის არმიის ჯარისკაცებით

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები უშედეგოდ ცდილობდნენ განეხორციელებინათ შეტევები უკრაინის პოზიციებზე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ გამაგრებას ხერსონის ოლქში, დეოკუპირებულ დასახლებულ პუნქტებში. ამასთანავე, რუსეთის არმია იშენებს თავდაცვის პოზიციებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, განხორციელდა ოთხი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მხრიდან საჰაერო-სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოყვა 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიეში, ჩერკასკში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში.
მათივე ცნობით, ბრესტსკის ოლქში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის არმიის ქვედანაყოფები თავსდებიან, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დატვირთვა სოციალურ სფეროზე.
ბელარუსიაში, უკრაინის საზღვართან, ადგილობრივი მოსახლეობა სულ უფრო უკმაყოფილოა რუსი სამხედროების ჩამოსვლით – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ადგილობრივი საავადმყოფოები გადავსებულია რუსეთის არმიის ჯარისკაცებით. მათ შორის არიან, როგორც დაჭრილები, ისე ავადმყოფები, რომლებიც დაავადნენ სამხედრო ბანაკებში არსებული არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო. გენშტაბის განცხადებით, ექიმები იძულებულები არიან, უარი უთხრან ბელარუს მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ ოკუპანტები მასობრივად ავადდებიან კარვების ქალაქებში ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო და საავადმყოფოები რუსებით არის სავსე.
“ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის რეგიონში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემომავალი ქვედანაყოფები განლაგებულია, სოციალური დაძაბულობა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ადგილობრივი საავადმყოფოები გადატვირთულია რუსი სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მასიურად ავადდებიან კარვების ქალაქებში მოთავსების არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო. ექიმები იძულებულნი არიან უარი თქვან ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეებზე, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ” – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციითვე, ოკუპირებულ მელიტოპოლში, 12 ნოემბერს ჩავიდნენ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შედეგად შეკრებილი რუსეთის მოქალაქეები. ქალაქში ჩასვლის შემდეგ, მათ დაიწყეს საკვების, სამოქალაქო ტანსაცმლისა და ალკოჰოლის მასობრივი შესყიდვა.