მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაქციანაცია საქართველოში სავარაუდოდ ორშაბათიდან დაიწყება

ვაქცინაციის დაწყებას ეპიდემიოლოგები ორშაბათიდან გეგმავენ. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა

„მინიმალური დაყოვნება იქნება ვაქცინის შემოტანის შემდეგ. შაბათს ელოდებიან ვაქცინის შემოტანას. ვვარაუდობთ, რომ ორშაბათიდან დავიწყებთ ვაქცინაციას. შემოდის ასტრაზენეკა, შემდეგ შემოვა შეპირებული 30 000 ფაიზერი. პარალელურად მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები მთელ რიგ მწარმოებლებთან და დიდი ალბათობით, მალე 150 000 დოზა შემოვა „-აცხადებს ცერცვაძე

შეგახსნებთ, საქართველოში ვაქცინა შაბათიდან, 13 მარტიდან შემოვა. ამის შესახებ,ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, შეთანხმების თანახმად პირველ ეტაპზე ასტრაზენეკას ვაქცინას, 43 200 დოზას ელოდებიან. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით ვაქცინაზე შეთანხმება UNICEF-ის დახმარებით მოხდა.

“საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება”, – თქვა ტიკარაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button