მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის მე-8 დღე უკრაინაში

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთმა 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მე-8 დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან დანაკლისს განიცდიან.
კერძოდ:
– დაიღუპა დაახლოებით 9 ათასი რუსი ჯარისკაცი.
– განადგურდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 217 ტანკი და 900 ჯავშანმანქანა.
– ჩამოგდებულია 30 თვითმფრინავი და 31 ვერტმფრენი.
ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთმა 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საუბრობენ.

მათივე ინფორმაციით, სამხედრო ობიექტების გარდა, იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ფართები.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ჯარის მორალი უკიდურესად დაბალია.
“ჩვენმა დივიზიებმა გაანეიტრალეს დესანტი, რომელიც ცდილობდა თავდასხმას ქალაქ ნიკოლაევთან. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოწინააღმდეგემ 180-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. სამხედრო ობიექტების გარდა, მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი ფართები. რუსული საოკუპაციო ძალები არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების ძარცვითა და მკვლელობით. საოკუპაციო ჯარის მორალი უკიდურესად დაბალია.
მიმდინარე დღის განმავლობაში ოცდაათამდე მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია უკრაინის საჰაერო სივრცე, ძირითადად ბელორუსის რესპუბლიკიდან და დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. მტერი დემორალიზებულია, ეღუპება ჯარისკაცები და ზარალს განიცდის მათი სამხედრო ტექნიკაც,” – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button