მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

იარაღით გადავვადგილდები – ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად

დიმიტრი შაშკინს იარაღის ტარების უფლება აქვს და შეუძლია. მეც იარაღით გადავაადგილდები, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი იარაღით.

ამასთან, ოქრიაშვილით თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია იმარჯვებს.

„ვიგებთ მეგობრებო, ვიგებთ მაგრად, 65%-ით“, – აღნიშნა ოქრიაშვილმა.

თავის მხრივ, დიმიტრი შაშკინმა ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილების ფაქტი დაადასტურა, თუმცა კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საარჩევნო უბანზე გადაადგილდებოდა.

“მაქვს უფლება შსს-ს მიერ მინიჭებული, რომ ვატარო ჩემი პირადი იარაღი, მე არ ვიყავი საარჩევნო უბანზე, ვჯდებოდი მანქანაში, როცა ოცნების მიერ გამოგზავნილმა პროვოკატორებმა გადამიღეს, მე კანდიდატი ვარ და საარჩევო უბანზე შესვლის უფლება არ მაქვს. ბოლნისში ჩვენ აქტივისტებს ესვრიან, სცემენ, მე მაქვს შსს-ს მიერ მონიჭებული უფლება, რომ იარაღი საკუთარი თავდაცვისთვის ვატარო. ამ რაიონში თარეშობს გოგი მეშველიანის ბანდა”,– განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button