შტუტგარტის საადვოკატო კანტორაში შეიარაღებული კაცი შეიჭრა: 2 ადამიანი დაიღუპა [Photo]

სპეცდანიშნულების რაზმმა ქალაქ შტუტგარტში მდებარე საადვოკატო კანტორა იერიშით აიღო მას შემდეგ, რაც შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. პოლიციის მონაცემებით, შენობაში 2 ადამიანის გვამი აღმოაჩინეს. თავდამცხმელის მოტივები ჯერჯერობით უცნობია – იუწყება Deutsche Welle.

როგორც კი პოლიციას შეატყობინეს, რომ იურიდიული ფირმის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა, სამართალდამცველებმა კანტორაზე იერიში მიიტანეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ შენობიდან სროლის ხმა ისმოდა. პოლიციის ინფორმაციით, იქ 2 ადამიანი იმყოფებოდა.

გამოცემის თანახმად, სამართალდამცველებმა შენობა და მიმდებარე რაიონი ალყაში მოაქციეს და ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეაჩერეს. ბოროტმოქმედთან მოლაპარაკება ვერ შედგა. იერიშის შემდეგ შენობის სარდაფში 2 მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს. გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ ადვოკატი და თავდამსხმელი პოლიციამ მოკლულები იპოვა, თუმცა სამართალდამცველებს სროლა არ განუხორციელებიათ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”38204″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button