სპორტი
		
	
	
ბასილაშვილი-ალბოტის წყვილი, მონტე-კარლოს მასტერსის 1/4 ფინალში გავიდა

მონტე-კარლოს მასტერსის წყვილთა თანრიგის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეწყვილე,  რადუ ალბოტთან ერთად,  მარტონ ფუჩოვვიჩისა და გვიდო პელას წყვილი დაამარცხა და ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა. შეხვედრა სამ სეტში, ანგარიშით 6-1, 6-7, 10-6 დასრულდა. 
აღსანიშნავია, რომ ეს ამ ტურნირზე, ბასილაშვილის რევანში იყო – მონტე-კარლოს მასტერსზე  ერთაულთა თანრიგში, ქართველი სპორტსმენი სწორედ  მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა (5-7, 6-3, 1-6 )  და ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.
 
				 
 



