მნიშვნელოვანირეგიონი

პოეტი ლიტერატურული კონკურსის პრიზი “მუზა”-ს მფლობელი თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა

72 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი გარდაიცვალა

თემურ ჩალაბაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგიდანაა.

ჩალაბაშვილი მესამე კლასიდან წერდა ლექსებს, როლებიც პერიოდულად რაიონულ გაზეთებში, შემდეგ კი ლიტერატურულ ჟურნალ “დროშაში” იბეჭდებოდა.

პოეტმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც საკუთარ ლექსებს ჟურნალ ” პირველ სხივში” აქვეყნებდა.

გარდაცვლილი სხვადასხვა დროს მემუშაობდა გამომცემლობა “მერანის” განყოფილების გამგედ. გამოცემული აქვს ოთხი კრებული: “მზე მამულის კვამლში”, “სანთელი”, “პოეტის ასი ლექსი” , “დაგიჩოქებენ ჩემი ლექსები”.

თემურ ჩალაბაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ივანე მაჩაბლის, ვაჟა – ფშაველას სახელობის სახელობის პრემია.

ორი დღის წინ, თე­მურ ჩა­ლა­ბაშ­ვილს ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის, ლიტერატურული კონკურსის პრიზი, “მუზა” გა­და­ე­ცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button